ორი ქართველ სამხედროს ეძებენ შავ ზღავში

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი ი. შ_ძე და I კლასის რიგითი გ. ნ_შვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ.

საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

“საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ აშშ-ს ევროპულ სარდლობას დაავალა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღონ”, – ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button