ხიდაშელი და ზაქარეიშვილი თანამდებობებს, აგულაშვილი კი ”რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს

ორი ”რესპუბლიკელი” მინისტრი თანამდებობას ტოვებს. როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ”რესპუბლიკელ” მინისტრს, გიგლა აგულაშვილი პარტიას ტოვებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
პრესკონფერენციაზე შესაბამისი განცხადება ”რესპუბლიკური პარტიის” პირველმა ნომერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება

მსგავსი პოსტები

Back to top button