სპორტი
ორჯონიკიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს#ხელბურთი

თეიმურაზ ორჯონიკიძე სულ რაღაც ერთი კვირაა,რაც ფინეთის ხელბურთის ჩემპიონატის კლუბ “კოკსს” შეუერთდა და უკვე თავიც გამოიჩინა.
ქართველმა ლეგიონერმა ხელბურთელმა გუნდთან ერთად პირველი მატჩი ჩაატარა და ანგარიშით 40:26 მოიგო.
ორჯონიკიძემ ანგარიშზე 7 გოლი ჩაიწერა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე კონტრაქტის მიხედვით, ფინურ კლუბში მინიმუმ წელიწადნახევარი დარჩება.