ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, ცეცხლი ჩრდილოკორეულმა მხარემ გახსნა, რის შემდეგაც სამხრეთკორეელმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლები შეასრულეს.
გარდა ამისა, სამხრეთ კორეა ოფიციალურ ფხენიანს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ განმარტებები მოითხოვა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.