ოსკარებით დაჯილდოვების ცერემონიას კრის როკი წაიყვანს
ოსკარებით დაჯილდოვების 88-ე ცერემონიალს ცნობილი ამერიკელი კომიკოსი კრის როკი გაუძღვება.
ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. როკის კარიერაში ეს პირველი პრეცედენტი არ იქნება.
მას ოსკარებით დაჯილდოვების ცერემონიის წაყვანის პატივი 2005 წელსაც ერგო.
“ოსკარით” დაჯილდოების 88–ე ცერემონია 2016 წლის 28 თებერვალს გაიმართება.