ოსკაროსანმა რედმეინმა ტრანსგენდერის როლი შეასრულა [Video/Photo]

ედი რედმეინმა ახალი კინოსახე შექმნა ფილმში – „დანიელი გოგონა“.

სურათის პრემიერა 2015 წლის 27 ნოემბერს შედგება.

ფილმს საფუძვლად დანიელი მხატვრის, ეინარ ვეგენერის რეალური ისტორია დაედო, რომელსაც 1931 წელს, სქესის შეცლის ოპერაცია მსოფლიოში პირველს ჩაუტარეს.

პროვოკაციული ფილმის ავტორი ტომ ჰუპერია. რედმეინს პარტნიორობას მარგო რობი და ბენ უიშოუ უწევენ.

ამერიკელმა მსახიობმა ედი რედმეინმა ფილმში „ყველაფრის თეორია“, ბრიტანელი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის როლის შესრულებისთვის, „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“ და BAFTA-ს პრემიები მიიღო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17047″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button