ოსურმა მხარემ ალექსანდრე შავერდაშვილი გაათავისუფლა

ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 40 წლის ალექსანდრე შავერდაშვილი გაათავისუფლეს.

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

შავერდაშვილის გათავისუფლება სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა. იგი ჯარიმის, 2000 რუბლის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

ალექსანდრე შავერდაშვილი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 აგვისტოს დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button