ოთარ კაკაბაძე ესპანურ ტენერიფეს დაემშვიდობა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/06/ოთარი.png)
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ტენერიფე დატოვა. 25 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და წასვლა გადაწყვიტა. ის კლუბს და გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.
„ჩემი დრო ტენერიფეში ამოიწურა. ეს სპორტული თვალსაზრისით რთული წელიწადი იყო და ფეხბურთისგან სიამოვნება ვერ მივიღე. დიდ პროფესიონალებთან ვიმუშავე, რომლებიც პირველ რიგში ბრწყინვალე ადამიანები იყვნენ. დიდი მადლობა ყველას“- დაწერა საკუთარ ინსტაგრამზე კაკაბაძემ.
ტენერიფე ლა-ლიგის მეორე დივიზიონში გამოდის და სეზონი, ცხრილის მე-14 ადგილზე დაასრულა.
ოთარ კაკაბაძე ტენერიფეში 2020-2021 წლების სეზონის წინ, შვეიცარიული ლუცერნიდან გადავიდა. კლუბის ღირსება მან ლა-ლიგა 2-ის და ესპანეთის თასზე 19 მატჩში დაიცვა.
სად გააგრძელებს 25 წლის მცველი საფეხბურთო კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.