მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გოგი წულაია დააკავეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგისას პატრულის თანამშრომელმა მას პირადობა მოსთხოვა და განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა, რაზეც წულაიამ მიმართა სიტყვებით-“დედას გიტირებთ”.

გოგი წულაიას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება. იგი ადგილზე დააკავეს.

“სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც გამოიხატა თქვენი მხრიდან სიტყვებით “დედას გიტირებთ”, არის ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. ის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას, რომელიც უნდა დაგეკისროთ სასამართლოსგან ჯარიმის ან პატიმრობის სახით. თქვენ დაკავებული ხართ აქვე ადმინისტრაციული წესით, 173 მუხლის თანახმად”, – განუმარტა გოგი წულაიას დაკავებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button