ოთხ სოფელში სეტყვის რადარები მონტაჟდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელებში: კაბალში, ჰერეთისკარში, დავითიანში და კართუბანში სეტყვის საწინააღმდეგო რადარები მონტაჟდება.
სისტემა კახეთის რეგიონში ფუნქციონირებას მაისის ბოლოდან დაიწყებს.
პროექტი 20 მილიონ ლარამდე დაჯდება. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები ავტომატიზებულ რეჟიმში იმუშავებს და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს 80-90 %-ით შეამცირებს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობაზე სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” მუშაობს.