ოთხი “ბორჯღალოსანი” “გარდიანის” მსოფლიოს თასის “ოლ სტარში” მოხვდა

ბრიტანულმა “გარდიანმა” მსოფლიოს თასზე მოასპარეზე მეორე დონის ქვეყნებიდან შედგენილი “ოლ სტარი” დაასახელა.

პირველ 15-ეულში სამი “ბორჯღალოსანი” მოხვდა: მერაბ შარიქაძე, მიხეილ ნარიაშვილი და მამუკა გორგოძე. სათადარიგოებშია დავით ზირაქაშვილი, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.

აქვე გთავაზობთ მთლიან “ოლ სტარს”: 15. გორომარუ (იაპონია), 14. ფან დერ მერვე (კანადა), 13. ჰირნი (კანადა), 12. შარიქაძე (საქართველო), 11. ნადოლო (ფიჯი), 10. კოცე (ნამიბია), 9. ტანაკა (იაპონია).
1. ნარიაშვილი (საქართველო), 2. ჰორი (იაპონია), 3. მააფუ (ფიჯი), 4. კადმორი (კანადა), 5. ნაკარავა (ფიჯი), 6. ლიჩი (იაპონია), 7. ბერგერი (ნამიბია), 8. გორგოძე (საქართველო).
სათადარიგოები: ბარკვილი (კანადა), ლაძარი (რუმინეთი), ზირაქაშვილი (საქართველო), მანოა (აშშ), ბოთმა (ნამიბია), ორმაეჩეა (ურუგვაი), ვოლავოლა (ფიჯი), ვეაინუ (ტონგა).

“გარდიანი” აღნიშნავს, რომ, რაც მსოფლიოს თასი 20-გუნდა ფორმატზე გადავიდა, ეს ყველაზე საინტერესო ჯგუფური ეტაპი გამოდგა, პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის სხვაობა მცირდება.

ბრიტანული გამოცემა ამას სტატისტიკით ამტკიცებს – 2003 წელს პირველი დონის ქვეყნები მეორე დონის ქვეყნებს საშუალოდ 45 ქულის სხვაობით უგებდნენ, 2007 წელს სხვაობა 39 ქულამდე ჩამოვიდა, 2011 წელს 38 ქულა იყო, წლეულს კი ჯერ 22-ია.

მსგავსი პოსტები

Back to top button