მნიშვნელოვანისაქართველო

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო საოკუპაციო რეჟიმმა შეხვედრა ჩაშალა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზის ფარგელბშ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ მასში შეყვანილი პირების გამო გააპროტესტეს. რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის გაუგებარია, რა მიზეზით შეიყვანეს ამ სიაში კონკრეტული პირები. აფხაზური მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ არის დასახელებული არც მტკიცებულებები და არც მოტივი.
საოკუპაციო რეჟიმმა არ მოისმინა არც ქართული მხარის განმარტებები და არც დოკუმენტები ჩაიბარეს.

მათივე განცხადებით, დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ოკუპირებულ რეგიონში პასპორტისა და ვიზის გარეშე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადავა.

რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის საკითხს, საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ რაშიდ კანჯი ოღლი კარგი მეომარია და ის დამნაშავე არ არის. მათივე განცხადებით, კანჯი ოღლი დაწინაურდა კიდეც. რუსულმა მხარემ კი გალის მოლაპარაკებებიდან გიგა ოთხოზორიას საკითხის საერთოდ ამოღება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეხვედრაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

26 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გამოქვეყნების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში, რომელსაც შეუძლია მთლიანად დაანგრიოს ჟენევის დისკუსიის მუშაობა და ასეთი შედეგის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მამუკა ბახტაძეს დააკისრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ 21 მარტს მიღებული რეზოლუციის საფუძველზე, მთავრობამ მოამზადა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია,“ რომელშიც ჯერჯერობით შეყვანილია 33 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button