მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნება 7 მაისის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.

განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდება.

“ქართული ოცნების გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება”, – ვკითხულობთ ოცნების განცხადებაში.
მმართველი პარტია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button