მნიშვნელოვანისიახლეები

“ოცნება კლავს” – პარტია “დროა”

“ოცნება კლავს” – დღეს, 25 ნოემბერს, პარტია “დროა” კიდევ ერთ საპროტესო აქციას საქართველოს პროკურატურასთან გამართავს.

სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე განხორციელებულ ზეწოლას, მოსყიდვის მცდელობასა და დაშინებას გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები უწყებასთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან. ისინი ითხოვენ:

✔გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!
✔სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!
✔დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!”, – წერენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, დღეს “დროამ” იგივე მოთხოვნებით საპროტესტო აქცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთანაც გამართა.

მთავარი მოთხოვნები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომა, ბათუმის საკრებულოს წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზის გამოძიება და საქმეში მონაწილე პირთა დასჯის მოთხოვნით.

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა. გუშინ ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა. გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button