მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ოცნება” მედიაციის ფარგლებში შემუშავებულ დოკუმენტზე მუშაობას იწყებს და ოპოზიციას პარლამეტში შესვლისკენ მოუწოდებს

“ქართული ოცნება” მედიაციის ფარგლებში შემუშავებულ დოკუმენტზე მუშაობას გეგმავს. საუბარია სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მათი თქმით, ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“შევეცდებით, რომ ჩვენ, ჩვენი მხრიდან ის, რაც საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევა ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ამ ნაბიჯებს გადავდგამთ. მათ შორის, სახელდება სასამართლო რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, ბარიერის საკითხი და სხვა. ვფიქრობთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში აღმოჩნდებიან ძალები, რომლებიც რეალურად შეაფასებენ მდგომარეობას და დღევანდელ მდგომარეობაში, როცა უმიზეზოდ უარს აცხადებენ პარლამენტში საქმიანობაზე, ეს დამოკიდებულება შეიცვლება,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი შეწყვეტს ბოიკოტს და პროტესტის ნაცვლად საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარების ნაწილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა შეთანხმებას არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მიაღწიეს. მათი განცხადებით ეს გარკვეულწილად ევროკავშირ-საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება.

მოისნიმენთ, მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის კომენტარები

 

მსგავსი პოსტები

Back to top button