მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნება სენატორების ვიზიტის შემდგომ თვილის რომ საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცებას ხელს შეუწყობს

სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ვიზიტის შემდგომ, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საქართველოსადმი ობიექტური და სამართლიანი შეფასებები გაკეთდება, რაც თავის მხრივ, პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას ხელს შეუწყობს.

“იმედი მაქვს სენატორი შაჰინი ერთადერთი სწორი გზავნილით დაბრუნდება აშშ-ში, რომ საქართველოს აქვს არსებითი პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. საქართველო დღეს არის უფრო თანამედროვე, უფრო თავისუფალი და უფრო ევროპული სახელმწიფო და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მხარდაჭერა და ამასთან, ობიექტური და სამართლიანი შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ განვამტკიცოთ პარტნიორული ურთიერთობები, თანამშრომლობა დასავლეთთან, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან და არის იგივე მოლოდინი მათი მხრიდანაც,” – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით კი, იმედია, სტრატეგიული ურთიერთობები გადაიტვირთება და გაუმჯობესდება.

“კარგია, როდესაც პირისპირ საუბრის ფონზე, კიდევ უფრო კარგად ხდება იმისი მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის, თუ რა არის რეალობა, სად არის სიმართლე, რას ნიშნავს გაგრძელება სტრატეგიული პარტნიორობის, რომელსაც საქართველო მუდმივად ახორციელებდა და მუდმივად მხარს უჭერდა. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვხედავთ ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან. ეს ურთიერთობა მე ვიმედოვნებ, რომ იქნება კიდევ ერთი დასტური და ბიძგი იმისთვის, რომ სტრატეგიული ურთიერთობები გადაიტვირთოს გაუმჯობესების კუთხით და არა პირიქით,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განახლებისა და გადატვირთვისთვის.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა ორმხრივი კავშირები გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – წერს კობახიძე.
ცნობისთვის, ამერიკული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button