მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნებამ „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა მეორე მოსმენით მიიღეს

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა მეორე მოსმენით მიიღეს.
რეჟიმმა 17 თებერვალს მისი კანონმდებლობაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს, რომლის თანახმად, “სისხლის სამართლის კოდექსს“ 307¹ მუხლი ემატება, 85 ხმით დაუჭირეს მხარი.
307¹ მუხლი სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა:

საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა

ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება

საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა

უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა

სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა

ჯაშუშობა

შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად

საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის

უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

“სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312- ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან/და 319-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, 3071 მუხლზე მითითებით. მაგალითად, საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისას, პასუხისმგებლობა დადგება. კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 3071 მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი”, – წერია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ქმედება, რომელიც “სამშობლოს ღალატის” ჩამონათვალში შედის, “სისხლის სამართლის კოდექსის“ სხვა მუხლებით ისედაც ისჯება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button