მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ოცნებამ” შესაძლოა ამნისტიის პროექტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრიროს

ადამიანის ღირსების შელახვისთვის ან არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებულ პირებზე ამნისტია არ გავრცელდება, ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

“ამნისტია არ შეეხება და არავის აქვს მიზნად და აზრად, რომ შეეხოს, ვინც შესაძლოა ჩაიდინა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახავი მოპყრობა… თუ გამოიცემა ამნისტია, უნდა იყოს სამართლიანი, ყველა პირზე თანაბარი და პოლიტიკოსის იმუნიტეტი ვერ იქნება ინდულგენცია… კონვენციური დათქმა იქნება და თუკი შესაძლოა ვინმეს მიმართ გამოიკვეთოს კონვენციური მუხლების დარღვევა, მათ არ შეეხებათ”, – აცხადებს ოხანაშვილი.

მისი თქმით, თუ ვერ მოხდა შეთანხმება, მმართველი პარტია კანონპროექტის საკუთარ ვერსიას დაარეგისტრირებს.

შეგახსენებთ, პოლიტიკური მხარეები ევროკავშირის ოფისში გეგმავენ მსჯელობას , უნდა გათავისუფლდნენ, თუ არა ამნისტიის შედეგად 20 ივნისის აქციაზე მყოფი სამართალდამცველებიც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის იხდიან სასჯელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button