“ოცნებიდან” წასული ორკოდაშვილი პარტია “საქართველოსთვის” თელავის მერობის კანდიდატად მოიაზრება
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისი მოადგილის გიორგი გახარიას პარტიაში გადასვლის შესახებ, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა . არჩილ თხლაშიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი საერთოდ არ სურს.
თავად გიგა ორკოდაშვილი, პარტიაში “საქართველოსთვის”გადასვლის გადაწყვეტილებას, ამჟამინდელი ხელისუფლების არასწორ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.
” ხელისუფლება ვერ მართავს პანდემიას, დაკავებულია ოპონენტების გაშავებით და მოსახლეობის პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.ამ ხნის განმავლობაში, მე ვიყავი ყველას გარანტი,მათ შორის, სოფლის რწმუნებულების, რომლებსაც პრობლემების გადაჭრა სჭირდებოდათ, ამიტომ არ დავტოვე თანამდებობა ამ ხნის განმავლობაში”- განაცხადა ორკოდაშვილმა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გიორგი გახარიას პარტია, ორკოდაშვილს თელავის მერობის კანდიდატად, უახლოეს დღეებში დაასახელებს და თელავში ოფისსაც გახსნის.
გიგა ორკოდაშვილი, თანამდებობას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და პარტიის რეგიონული კოორდინატორის თანამდებობას, 2017 წლიდან იკავებდა.