კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მკვლელობა მარნეულში-კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი ჩაცხრილა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა. შეიარაღებულმა კაცმა, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ყოფილ სიმამრსაც.

ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლთან დიდი ხნის განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ამ დროისათვის მამაკაცი უკვე დაკავებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button