მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნების დაპირებით მომავალშიც გააგრძელებენ ეკომომიურ განვითარებას-საქართველო გასულ წელს ევროპის მაშტაბით ეკომომიური ზრდით პირველადგილზე გავიდა

საქართველო გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, არცერთ სხვა ქვეყანას 9.5% ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს სწორი მენეჯმენტის, სათანადო საინვესტიციო გარემოს, კანონმდებლობის, სათანადო საგადასახადო რეჟიმის და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია.

“ჩვენ გავასწარით 2023 წლის საკუთარ მაჩვენებელს, მაშინ ეკონომიკური ზრდა გვქონდა 7.8% და ახლა 9.5%, რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები ეკონომიკური მიმართულებით. საქართველო გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. არცერთ სხვა ქვეყანას 9.5% ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია. ეს არის სწორი მენეჯმენტის, სათანადო საინვესტიციო გარემოს, კანონმდებლობის, სათანადო საგადასახადო რეჟიმის შედეგი და ეს არის იმის შედეგი პირველ რიგში, რომ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, იმიტომ, რომ ეკონომიკური განვითარება არის მთავარი გასაღები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განვითარების კუთხითაც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ეროვნული ვალუტა 5-6%-ით არის გაუფასურებული.

“ლარის მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. დოლარი გამყარდა ბოლო პერიოდში ევროსთან და ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან მიმართებაში. ლარის კურსთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. თუ შევადარებთ ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. განსხვავებით საარჩევნო პერიოდისა, როდესაც იყო მაღალი მოთხოვნა დოლარზე და რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებულიყო ლარი, ამიტომ მოგვიწია კიდეც ჩარევა. ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. ეს კვირა რომ ავიღოთ, ორშაბათს და სამშაბათს გამყარდა, გუშინ ცოტათი გაუფასურდა, დღეს ისევ გამყარდა და ასე შემდეგ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები სტაბილურია. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, მზარდია ტურიზმიდან შემოსავლები.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სავალუტო შემოდინებებს, რომელიც ახლა სტაბილურია. აქ მნიშვნელოვანია ტურიზმიდან შემოსავალი. წინასწარი მონაცემებით, როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე შემოსავლების კუთხით ზრდა არის. ძალიან რთულია ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთო ისეთ დროს, როცა გაქვს არა ფიქსირებული ლარის კურსის, არამედ მცურავი კურსის პოლიტიკა. ინფლაცია კვლავ რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ეს გვიწერია კიდეც კანონში. ფასების დონე შედგება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტული პროდუქციისა და მომსახურებისნათია თურნავა – ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს ფასებისგან. იმპორტული პროდუქციის ფასები კი პირდაპირ დაკავშირებულია ლარი-ევროსა და ლარი-დოლარის კურსთან. ლარი როდესაც უფასურდება, თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა გამოიწვიოს იმპორტული საქონლის გაძვირება ან, მაგალითად, როდესაც ხდება სასაქონლო ფასების, მაგალითად, ნავთობის, ზეთის და სხვა პროდუქტების გაძვირება, ეს აისახება ფასებზე. რაც შეეხება ჩვენს ადგილობრივ ფასებს, მთელი თვეების განმავლობაში მიზნობრივ 3%-ზე დაბალი რჩებოდა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

“უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პარამეტრები – გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5 % შეადგინა. აღნიშნული ზრდა, რომელიც ბოლო ოთხი წელიწადში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, უპრეცედენტოდ მაღალია – ჯამურად, საშუალოდ ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა 9.7%-ით იზრდებოდა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.

“საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს გაუტოლდა. ამასთან, დეკემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,045 ერთეულს გაუტოლდა, რაც 16.7%-ით აღემატება წინა წლის დეკემბრის მონაცემს.

გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამებისას ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთებს იმ დარგებზე, რომლებმაც ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათ შორისაა – მშენებლობის, ვაჭრობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვადასხვა მომსახურების სექტორები. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც ტურიზმის, ისე საქონლის ექსპორტის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა და 549.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან შემოსავლები კი 2024 წლის მეოთხე კვარტალში 10.3%-ით გაიზარდა და 963.7 მლნ დოლარს გაუტოლდა.

ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ, ჯამში, 2024 წელს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

“ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით იქნება ლიდერი როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რაც ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერია. ასევე გრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის პროდუქტიულობისა და ზოგადად, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის, 5.2%-ის ოდენობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button