მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნების გადაწყვეტილებით დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდა

დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.

„დღეს, სისტემაში დაახლოებით, 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით – 8000-მდე, 700 ლარით – 5000 -მდე, 800 ლარით – 3000 – მდე პედაგოგს ეზრდება, რაც ჯამში მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს. დაახლოებით, 25% მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400-ლარამდე ეზრდება. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება ანაზღაურების მატების გარეშე, მინიმუმ, 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს. ასეთია დაახლოებით მასწავლებელთა 5%.

სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მასწავლებლებისთვის ახალი სახელფასო პოლიტიკა დღეიდან ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ივლისიდან უკვე ძალაში შევიდა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ეხება მასწავლებლებისთვის ხელფასების უპრეცედენტო ზრდას.

“ჩვენ გვყავს 52 ათასი საჯარო სკოლის სტატუსიანი მასწავლებელი, ვისაც საგნებში კომპეტენცია დადასტურებული აქვს. ამ პედაგოგების 70 პროცენტს, დაახლოებით 40 ათას მასწავლებელს ხელფასი ეზრდება, სულ მცირე, 500 ლარით და ზევით. ზრდა ასევე შეადგენს 600, 700 და 800-ლარიან მატებებსაც. 25 პროცენტს ხელფასი ეზრდება დაახლოებით 300 დან 400 ლარამდე, ხოლო 5 პროცენტს ხელფასები ეზრდება, სულ მცირე, 200 ლარით.

ჩვენი პედაგოგების მრავალწლიან მოთხოვნას, ასევე, იმ გამოცდილების გაანალიზებას და იმ სიღრმისეულ კვლევებს ეფუძნება ის გადაწყვეტილება, რომ მათთვის მოგვეშორებინა ყველა ბიუროკრატიული საკითხი, იქნებოდა ეს ზოგადი უნარების გამოცდა, პორტფოლიოების დადასტურება და ა.შ. ჩვენ თითოეულ პედაგოგს ვუცხადებთ ნდობას და შრომაზე დაფუძნებული სამართლიანი გადანაწილების პრინციპით ვაძლევთ შრომის ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, იმ დანამატების დამატებით, რომელიც არსებობდა. ეს არის სტაჟის, განათლების, სტატუსის დანამატი, რომელიც უცვლელად რჩება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა

მსგავსი პოსტები

Back to top button