მნიშვნელოვანისიახლეები

„ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა

„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი, ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა.იგი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო – პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 16 აპრილს დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, მისმა კანდიდატურმამ 58 ხმიდან 57 ხმა მოიპოვა. მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.
ამ თანამდებობაზე ყოფნა, კანონმდებლობის თანახმად, არ უშლის ხელს პარლამენტარობას. კაჭარავა ამჟამადაც არის სადავო პარლამენტის წევრი.
დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი იოსებ (სოსო) ტყემალაძე, რომელიც პოსტს 2021 წლიდან იკავებდა და რომლის არჩევასაც დაძაბულობა და დაპირისპირება ახლდა თან.

„აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელსაც ქართულ რაგბიში 4-წლიანი წარმატებული პერიოდი ქონდა. 2021 წლიდან დღემდე, იოსებ ტყემალაძის მიერ განხორციელებული რეფორმებისა თუ ინოვაციების შედეგად, საქართველოს ყველა ფორმაციის ნაკრებმა არნახული პროგრესი განიცადა. ასევე, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც მსოფლიო რაგბთან, ასევე ექვსი ერისა და რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მმართველ ორგანოებთან. ახლა კი ამ საქმეს დავით კაჭარავა გაუძღვება.
40 წლის დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა. მისი სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი – 122 კეპი აქვს მოხვეჭილი, გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს (25 ლელო). კაჭარავა 4 მსოფლიო თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის რაგბში დარჩა და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ახალ პოზიციაზე კაჭარავას საქმიანობა სრკ-ის სტრატეგიული და საორგანიზაციო მიმართულებების კოორდინაციას მოიცავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვები მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას.

საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებულ თანამშრომლობას უსურვებს არჩეულ პრეზიდენტს“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.
უცნობია, სად გააგრძელებს ტყემალაძე საქმიანობას.

თავად კაჭარავა კი ბოლო 4 წლის განმავლობაში კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

დავით კაჭარავა, – რომელმაც ყველა ჯერზე დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“ და მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ არაერთ კანონს, – ამჟამად 40 წლისაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button