მნიშვნელოვანისიახლეები

,,ოცნების,, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თბილისის ყოფილი ვიცემერი დაინიშნა

ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თბილისის ყოფილი ვიცემერი ირაკლი ხმალაძე დაინიშნა.

ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. მას სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

“ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება”, – წერს იუსტიციის სამინისტრო.

ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე 2017 წლიდან იკავებდა თბილისის ვიცემერის თანამდებობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button