“ოცნების” ლობისტების წერილი ოფიციალურ ვაშინგტონს
მმართველი პარტიის მიმართვა ვაშინგტონისადმი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ლობიზმის რეგულირების სააგენტომ გაასაჯაროვა.
“ქართული ოცნების” ლობისტების, Hogan Lovells-ის განცხადება პასუხია 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ და რუსეთის სასარგებლოდ, დესტაბილიზაციის წყაროდ არის დასახელებული. “ქართული ოცნება” წერილში ირწმუნება, რომ სტრატეგიული დოკუმენტის ჩანაწერი უსაფუძვლოა.
“პარტია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, საქართველო დასავლურ ალიანსს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა. შესაბამისად, დოკუმენტში წამოჭრილი ბრალდებები არის უსაფუძვლო.” – წერია განცხადებაში.
წერილში ცალკე თავი ბიძინა ივანიშვილის ეთმობა, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილი ქვეყნის ნომერ პირველი ფილანტროპია და მას საქართველოში ქველმოქმედებაზე $1,5 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.