მნიშვნელოვანირეგიონი

ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმავალი სამარშრუტო ავტომანქანა გომბორის უღელტეხილზე გადაბრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში — “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმავალი სამარშრუტო ავტომანქანა გომბორის უღელტეხილზე გადაბრუნდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სამარშრუტო ავტომანქანაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოდან აქციისათვის მობილიზებული ადამიანები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად, რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო ჰერეთი დეტალებს აზუსტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button