მნიშვნელოვანისიახლეები

,,ოცნების,, პრემიერის განცხადებით რამოდენიმე ქვეყნის დემარშის გამო პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვიეს

,,უკადრებელი იკადრა პოლოლიკაშვილმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა,,-ოცნების აღმასრულებელი მდივანი

“როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ – ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევასთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის თქმით, არაფერ კავშირში არ არის ეს გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების და რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.

“რაც შეეხება ელჩების საქმეს, მე ვერ დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ დახურულ რეჟიმში ხდება ხოლმე ელჩების დაბარება და უკმაყოფილების გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მესამე ვადით დავუჭირეთ მხარი კონკრეტულ კანდიდატურას. საუბარია კონკრეტულ საქართველოს ელჩებზე, რომლებიც დაიბარეს და რომლებსაც ამ კუთხით ერთგვარი ანგარიში მოსთხოვეს.

რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, რაღაც ისეთი აღქმა აქვს ვიღაც-ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლება კეთილშობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას. ვიღაცებს აქვთ იმის აღქმა, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ თავში ჩარტყმას რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული.

არაფერ კავშირში არ არის ეს გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების და რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად, თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოქვეყნდა მესიჯი, რომელმაც ცხადად დაადასტურა ის, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება კანდიდატის გამოწვევის თაობაზე.

ეს კაცი წლის ბოლომდე არის ჯერ კიდევ გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ. პასუხს უნდა იმსახურებდე იმისათვის, რომ შემდეგ ამაზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა.

ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქნა ის წარდგენილი და ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა მისი კანდიდატურის გამოწვევა. მანამდე ჩვენ ჯერ 8 წლის წინ, შემდეგ 4 წლის წინ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას და ძალიან დიდი რესურსიც ჩავდეთ ამ ყველაფერში. მაშინაც იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელსაც უხეში ლექსიკით მოიხსენიებს ეს ადამიანი. ამით დაამტკიცა მან, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურის გამოწვევის თაობაზე. ეს იყო ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს ღალატი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არ გამოწვევა. როცა ვიღაც ცდილობს, რომ სახელმწიფოს ჩაარტყას თავში, ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია”, – განაცხადა პრემიერმა.
რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვიეს, რადგან “კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ელჩების დაბარება დაიწყეს დემარშით” იმის გამო, რომ მისი კანდიდატურა მესამედ იყო წარდგენილი.

ის ასევე ამბობს, რომ “კიდევ იყო დამატებით სხვა მიზეზები”, თუმცა დეტალებზე არ ლაპარაკობს.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ ფორმულასთვის გამოგზავნილ წერილსაც და თქვა, რომ “ამ მესიჯმა დაადასტურა მყარად ის, რომ [გამოწვევაზე] გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული თავისი შინაარსით და ლექსიკის გათვალისწინები”.

“ჩემთვის დასანანი იყო, რაღაც მესიჯი გავრცელდა ზურა პოლოლიკაშვილის მხრიდან. იქ Deep State-ზე იყო საუბარი. რა შუაშია ამ თემასთან Deep State საერთოდ ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად დასანანია. თან ის არის მოქმედი ხელმძღვანელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ნუ ძალიან საინტერესოა. კონკრეტულ ტერმინებს აღარ გამოვიყენებ, რაც მან გამოიყენა.

აღარ მინდა დეტალებში შევიდე რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა. პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს გაეროს სისტემაში 2-ზე მეტად არ ხდება, ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი… ერთი ეს იყო მიზეზი – რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ითვლება, რომ არაა მაინცდამაინც დემოკრატიული, როცა ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა და იყო დამატებით სხვა მიზეზები, რაშიც არ მინდა, შევიდე. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, ამ მესიჯმა დაადასტურა მყარად ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”, – თქვა მან TV იმედის ეთერში.

კობახიძეს 3 კვირაზე მეტია ვწერ, ვურეკავ და იმალება თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა!-პოლოლიკაშვილი

უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლოლიკაშვილმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა.

“როცა აქეთ-იქით რეკავ და ათას ახლობელს ცდილობ გამოძებნო, ხვეწნით და მუდარით, შემთხვევით არ ვამბობ, ხვეწნით და მუდარით, მდინარაძესთან, კობახიძესთან, კალაძესთან და ა.შ. აღარ გავაგრძელებ და იხვეწები, რომ იქნებ რამენაირად შევცვალოთ გადაწყვეტილება და ა.შ. და როდესაც დარწმუნდები, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, შემდეგ ასეთ რაღაცას კადრულობ, მის პიროვნულ თვისებებზე, ვინ ვინ არის და რას იმსახურებს, ალბათ აქედან უნდა ვიმსჯელოთ – ეს ერთი. არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ უკადრებელი იკადრა და ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კი არა, არამედ მისი პატრონების ინტერესებს წარმოადგენს და პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული სხვა ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

“ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კი აღარ წარმოადგენს სამწუხაროდ, თავის დროზე იყო კონსულტაციები გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდებათ თუ ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კონსენსუსების და კომპრომისების საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევალ. დაგიდასტურებთ იმას, რომ იყო თავის დროზე პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები, რჩევები მათი ასე ვთქვათ ბრჭყალებში, მის გარეშე რბილად და ბუნებრივია ჩვენ ყველას გვიხარია და გვიხაროდა, როდესაც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობებზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, ქართველები არიან ხოლმე. მაგრამ როდესაც ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, წარმოადგენს თავის პატრონებს, ახლა რომ გული წყდება, პრემიერს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული გვწყდება, ჩვენ კი არა მთელ საქართველოს, როდესაც საქართველოს ჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში მისი როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა და იქით არის სახვეწარი ამ დროს, მაშინ უნდა მიხვდეს და წითელი ხაზიაო რომ ურეკავენ საქართველოდან, თავის დროზე, თვეებით ადრე სხვადასხვა თემებზე და მაინც, ბოდიში ძალიან დიდი და „ფეხებზე იკიდებს“, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა მუდარას, ამ თავმოყვარეობის დაცემას არავინ შეხედავს სერიოზულად და შეაფასებს ისე როგორ საჭიროა და შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ ეს პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, ამას შემთხვევით არ ვიძახი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას ფორმალური მხარეც ჰქონდა, რადგან პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევასთან დაკავშირებით ფორმალური პრეტენზიები საქართველოს მეგობარ ევროპულ ქვეყნებსაც ჰქონდათ.

“აქ ფორმალური მხარეც იყო, მესამე შემთხვევაზე გარკვეული პრეტენზიები იმ ჩვენ ევროპულ მეგობარ ქვეყნებსაც ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი პრეცედენტის დაშვება არ უნდოდათ, მისი შანსები ისედაც ნაკლები იყო და ამ 1%-იანი შანსის გულისთვის ის კადრულობს უკადრებელს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენ გვიხარია იმიტომ, რომ ის არის ქართველი, ის არის საქართველოს მოქალაქე, სხვადასხვა პოზიციებზე არის ძალიან კარგი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ის წარმოადგენს საქართველოს და მის ხელისუფლებას და როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობაში გჭირდება, მაშინ რომ ქრება და მაშინ ჩნდება, ზარებით იკლებს ყველას და ყველაფერს და მათ შორის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მას სჭირდება პერსონალურად და მის პატრონებს სჭირდება და როგორ დაეპატრონნენ, თავის დროზე ეს უკვე ასე იყო და თავიდან თამაშობდა თუ მერე დაიწყო თამაში ამაზე თვითონ გასცეს პასუხები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, მხარდაჭერა გამოუცხადოს გაერთიანებული საამიროების კანდიდატს – შეიხა ალ ნოვაისს.

The Diplomat აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რადგან, აღქმული იქნა, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული შეთანხმების ნიშანი.

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას მაშინაც იკავებდა, როდესაც ასამბლეამ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 2022 წელს, მისი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button