მნიშვნელოვანისიახლეები

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. დაღუპული არიან 7 და 5 წლის ბავშვები

ბათუმში, “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევა მოხდა – ორი მცირეწლოვანი ბავშვი თხრილში ჩავარდა მოზარდებმა იქიდან ამოსვლა ვერ შეძლეს და ორივე მათგანი დაიხრჩო.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულები 4 და 5 წლის ბავშვები არიან.
უბედური შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, არალეგიტიმურმა პრემიერმა მშენებლობა დააანონსა და იქ ახლა ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკაა მობილიზებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა.
როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ ჯინჭარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა.

მისი თქმით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.

“უბედური შემთხვევა მოხდა. ბავშვები თხრილში ჩავარდნენ, რომელიც კუსტარულად იყო მოწყობილი და იქ კანალიზაცია ჩაედინებოდა. ძველი სახლები რომ დაინგრა, იქ მოხდა შემთხვევა. ბავშვები მეზობლები იყვნენ. ორივე პროზექტურაშია გადასვენებული”,- აღნიშნა მან.
პირველადი ინფორმაციით, ისინი იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ბავშვებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ოფიციალურად ადასტურებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თხრილი, რომელშიც ბავშვები ჩავარდნენ, წყლით იყო სავსე.
„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დაღუპული მოზარდები 5 და 7 წლის არიან. ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შეკრებილია ადგილობრივი მოსახლეობაც, რომლებიც ამბობენ, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მიღებული არ იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button