მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

მხარი დავუჭირე მშვიდობას, სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და ადამიანურ მმართველობას, საწინააღმდეგოდ რეპრესიული სტილის მქონე პარტიისა, – განუცხადა ჟურნალისტებს “ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ მას შემდეგ, რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მას აქვს მოლოდინი, მოქალაქეები “ღირსეულ არჩევანს” გააკეთებენ. კანდიდატის მტკიცებით, პირველი ტურის შედეგებით ამომრჩევლები უკმაყოფილეობი დარჩნენ, ამიტომ მაქსიმალურად მოახდენენ მობილიზაციას და გამარჯვებას ერთობლივი ძალისხმევით მიიყვანენ ბოლომდე. “მერე უკვე იწყება მთავარი, ზრუნვა ჩვენს მუნიციპალიტეტზე. განვითარება გაგრძელდება კიდევ უფრო მაღალი ტემპებით. ჩვენ გვინდა მშვიდობა როგორც დღეს, ისე მომავალში და ამას “ქართული ოცნების” ხელისუფლება აუცილებლად უზრუნველყოფს”, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა. მამუკა წოწერიას თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ მოწინააღმდეგე პარტია ხელოვნურად შეეცდება დაძაბულობის შექმნას, თუმცა ყველა უწყება, მათ შორის “ოცნების” აქტივი მზად არის ამ პროვოკაციებისთვის. მან ყველას მოუწოდა, მსგავს ინციდეტებს არ აყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ. ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთება “ოცნების” კანდიდატ მამუკა წოწერიას და ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას შორის მოუწევთ. მუნიციპალიტეტში სულ 109 უბანია. რეგისტრირებულია 119 798 ამომრჩეველი. სამეგრელოში არჩევნების მეორე ტურია 7 მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, სენაკში, მარტვილში, ხობში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ფოთში. ჯამში მეორე ტური, ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტში ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button