მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოცნებისა და უნგრეთის პრემიერები ერთმანეთს შეხვდნენ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
„პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა სასიამოვნოა, ველოდებით მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველთვის სასიამოვნოა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა. მოუთმენლად ველოდები მის სიტყვით გამოსვლას ხვალ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“, -წერს ვიქტორ ორბანი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button