რეგიონისაქართველოსიახლეები

ოზურგეთის მერიის ძვირადღირებული ნობათი

“ოზურგეთის მერიამ 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაიხადა”. – ამ განცხადებას, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს:

“სანამ ოლიგარქის სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის დახვედრისთვის ასამართლებდა, ოზურგეთის მერიას 8 ბოთლ შავ ღვინოში, 8 თხილის ჩურჩხელაში და ტყლაპში 570 ლარი გადაუხდია.

“თუ ეს ყველაფერი ქოცთათვის მოსულა, მიშას რაღას ედავებით ან კიდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას დღემდე რაღატო ატარებთ სასამართლო სხდომებზე ლეხ და მარია კაჩინსკების საფლავების შესამკობად შეძენილი “ვენოკებისთვის?” – წერს მჟავანაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

ცნობისათვის, დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია ოზურგეთის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ.

ოპოზიციონერ დეპუტატთა განსაკუთრებული დაინტერესება მერიის მიერ ჩურჩხელის, ღვინისა და ტყლაპის შეძენამ გამოიწვია.

მოგვიანებით, დავით მჟავანაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ტყლაპებისა და ჩურჩხელების შესახებ, მორიგი დეზინფორმაცია უწოდა ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.
მისი განცხადებით, გასულ წელს, სექტემბერში, ოზურგეთში იმყოფებოდნენ სტუმრები ლიეტუვიდან:

“გამზადდა რვა სასაჩუქრე კალათა _ თითოეული 71,25 ლარის ღირებულების. რვა ცალი ჩურჩხელა კი არ იყო, არამედ რვა შეკვრა – თითოეულში ათი ცალი, ანუ სულ 80 ცალი და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი გარკვევით წერია შესყიდვის ხელშეკრულებაში, რასაც თქვენი თხოვნითვე გიგზავნით” უთხრა სირაძემ “გურიის მოამბეს” და შესაბამისი დოკუმენტაცია გადააგზავნა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button