მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოზურგეთის ფქვილის საწარმოში დილიდან ხმაურია

დღეს დილიდან ხმაურია ოზურგეთში, “გურია ექსპრესის” ოფისთან. ფქვილის საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის მეპატრონეს გზა გადაუკეტეს და პროდუქციის გატანის და ტრანსპორტირების საშუალება არ მისცეს.

გაფიცული თანამშრომლების თქმით, კომპანიამ საწარმოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანა და პროდუქცია ტრაილერებზე დატვირთა. მისი გამოტანის საშუალება კი მათ აღარ მისცეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ “გურია ექსპრესის” თანამშრომლები ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.კომპანიამ კი სარჩელით სასამართლოს მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button