რეგიონისაქართველოსიახლეები
ოზურგეთში ხანძარმა მამაკაცი იმსხვერპლა

ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლის პირველ სართულზე შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.
შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ.მ. ფართობზე.
ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით.”- ნათქვამია განცხადებაში.