რეგიონისაქართველოსიახლეები
ოზურგეთში ცოლ-ქმარი 3000 ლარით დააჯარიმეს

ოზურგეთის ცენტრში საპატრულო პოლიციამ ლიხაურელი ცოლ-ქმარი კ.გ. და თ.რ. 3000 ლარით დააჯარიმა. ქალბატონი მძღოლის გვერდით სავარძელზე იჯდა. ადმინისტრაციული ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის პირობების დარღვევის გამო გაიცა.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილით გადაადგილება შეუძლია მხოლოდ სამ ადამიანს და წინა სავარძელზე ჯდომის უფლება მხოლოდ მძღოლს აქვს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული. ღამის საათებში მოქმედებს კომენდანტის საათი.
ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.