მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პაატა იმნაძემ ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე,რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა ამბობს რომ თავს კარგად გრძნობს. იმნაძე კოლეგებსა და მოქალაქეებს მოუწოდებს ვაქცინა გაიკეთონ

შეგახსენებთ,საქართველოში COVID–19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

საქართველოში ვაქცინაციისთვის 82 დაწესებულებაა შერჩეული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა დაწესებულების ათვისება მოხდება.

“პირველ ეტაპზე, აცრა დაიწყება 29 ცენტრში. თბილისის და ყველა რეგიონალური ცენტრში გამოყოფილია შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ.
ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას – კოვიდ პანდემიას”. – თქვა პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ. “. – თქვა მან.

NCDC-ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button