ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” 27-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ “გოლდენ სტეიტ უორიორსთან” კონტრაქტი გააფორმა და ამ კლუბის ღირსებას 27-ნომრიანი მაისურით დაიცავს. ამ ინფორმაციას “გოლდენ სტეიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველი ცენტრი უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, როდესაც “უორიორსის” წინადადება მიიღო და არსებული ინფორმაციით, მომავალი სეზონის განმავლობაში 2.9 მილიონ დოლარს მიიღებს.

“ეს უკვე ოფიციალური ამბავია. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წევრი გავხდი”, – ეს სიტყვები ზაზამ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფაჩულია “დალას მავერიქსის” ღირსებას იცავდა და 76 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 8.6 ქულა და 9.4 მოხსნა გახლდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button