თეთრი სახლი დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოაცხადებს

თეთრი სახლი დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოაცხადებს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის დეტალებზე არ უსაუბრია, მან თქვა, რომ პაკეტი ძირითადად მოიცავს საბრძოლო მასალას, რომლებიც უკრაინელებს დასჭირდებათ იმ სისტემებისთვის, რაც უკვე აქვთ.
“აშშ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთ რაუნდს გამოაცხადებს. ის, ძირითადად, მოიცავს საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას, რაც უკრაინელებს დასჭირდებათ იმ სისტემებისთვის, რომლებიც უკვე აქვთ, როგორიცაა HIMARS-ები და არტილერია”, – განაცხადა კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ამერიკამ სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი უკრაინას 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წლისთავზე გამოაცხადა. 2 მილიარდი დოლარის პაკეტი შეიცავს დამატებით უპილოტო საჰაერო ხომალდებს, ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას და საარტილერიო საბრძოლო მასალისა და ზუსტი ცეცხლსასროლი იარაღის მნიშვნელოვან მარაგს.
2022 წლის თებერვლიდან უკრაინას აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ უკვე 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.