39% მიიჩნევს რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება -NDI

NDI-მ სოციოლოგიური კვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა.
►გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, შედეგები ასე გადანაწილდა: სწორი მიმართულებით ვითარდება -20 პროცენტი, არასწორი მიმართულებით – 39 პროცენტი, არ იცვლება – 36 პროცენტი.
►NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვითვე, გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს “იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს, როგორც მანადე.
უფრო კონკრეტულად შეკითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10 %-მა აღნიშნა, რომ “უკეთესად”, 47 %-ის თქმით, “იგივე მდგომარეობაშია”, ხოლო 42 %-ის განცხადებით, “უარესად”.
►გამოკითხულთა 58 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.
კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას; რომ ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, გამოკითხვის მიხედვით, პასუხი ასეთია – ვეთანხმები – 37% არ ვეთანხმები -58%.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.
კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.