არასრულწლოვანმა რომელმაც ბავშვი გააჩინა კახეთში საცხოვრებლად დედასთან ერთად ორი წლის წინ ჩავიდა

15 წლის გოგონა, რომელმაც ხაშურის საავადმყოფოში ბავშვი გააჩინა, კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად დედასთან ერთად ორი წლის წინ ჩავიდა.
ერთ- ერთი ადგილობრივი ყვება, რომ გოგონა ოჯახიდან გაიპარა და თავისზე 13 წლით უფროს მამაკაცს გაჰყვა.
” რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, დედა გამოთხოვდა აქ და გოგონა თან ჩამოიყვანა. სკოლაში კი დადიოდა, მაგრამ მცირეწლოვან ბავშვსაც უვლიდა. ასე ამბობენ, რომ დედის ახალ ოჯახს გაეცალა. კარგი გოგონაა და სადაც გათხოვდა, ისინიც წესიერი ხალხია. ეგ გოგო და ბიჭი ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთი უყვართ”- ყვება ერთ_ერთი ადგილობრივი.
ორსული გოგონა ოჯახიდან სოციალურმა სამსახურმა გაიყვანა და დედასთან დააბრუნა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, დედის მოთხოვნით, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოთავსა.
ორსულობის 26-ე კვირაზე, გოგონა ხაშურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
ორი დღის წინ, ხაშურის საავადმყოფოში, გოგონას ბავშვი შეეძინა და ამ დრომდე, კლინიკაში რჩება. ექიმების განმარტებით, დედა- შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მამაკაცი, რომელთანაც გოგონა ცხოვრობდა, ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.