პაკისტანში ტერაქტმა 15 ადამიანის სიხოცხლე შეიწირა [Photo/Video]

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ტერაქტი მოხდა, რის შედეგად 15 ადამიანი დაიღუაპა. როგორც სააგენტო Reuters იუწყება, ყველა დაღუპული სახელმწიფო მოხელე იყო.

წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იყო დამონტაჟებული, რომელშიც 40-50 მგზავრი იმყოფებოდა.

ტრაგიკული ინციდენტი ქალაქ პეშავარის ერთ-ერთ ცენტრალურ ტრასაზე მოხდა, როცა რამდენიმე რაიონის სახელმწიფო მოხელე ავტობუსით სამსახურში მიემგზავრებოდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი ტერორისტული დაჯგუფება იღებს. მიმდინარეობს გამოძიება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31409″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button