პამელა ანდერსონს პუტინთან ვახშმობა სურს [Video]

Playboy-ის ვარსკვლავმა პამელა ანდერსონმა, რუსეთის საელჩოს აშშ-ში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სთხოვა, – წერს Global News.

ანდერსონმა შესაბამის წერილში მიუთითა, რომ პუტინთან ცხოველთა სამყაროსა და ბუნების დაცვის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სურს.

„ვფიქრობ, ერთად სადილობა ან ვახშმობა სასიამოვნო იქნებოდა. ეს საშუალებას მომცემდა, ეკოლოგიის სფეროში რუსეთის საქმიანობას გავცნობოდი“, – ამბობს ანდერსონი.

49acef5134f770e03c9354c30857684cმოდელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კანადური სელაპების ბეწვზე მოთხოვნილების შეზღუდვაში წვლილი შეიტანოს, რადგან ამ ცხოველებს დიდი რაოდენობით ანადგურებენ.

„თუ რუსეთის პრეზიდენტი ჩემთვის დროს ვერ გამონახავს, მაშინ მზად ვარ, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრს შევხვდე“, – განაცხადა ანდერსონმა.

ამერიკელმა მოდელმა რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით ადრეც მიმართა და ისლანდიიდან იაპონიისკენ მიმავალი გემისთვის, რომელსაც 1,7 ათას ტონაზე მეტი უკბილო ვეშაპის ხორცი გადაჰქონდა, ჩრდილოეთის საზღვაო გზის გადაკეტვა სთხოვა. მაშინ, რუსეთის ხელისუფლებამ ანდერსონის თხოვნა ვერ შეასრულა.

„РИА Новости“-ს მიერ მოწოდებული ახალი ინფორმაციით, რუსეთის ბუნებრივი რესურსების და ეკოლოგიის მინისტრმა სერგეი დონსკოიმ ამერიკელ მსახიობთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა, თუ ანდერსონი უშუალოდ სამინისტროს მიმართავს.

პამელა დენიზ ანდერსონი (ინგლ. Pamela Anderson; დ. 1 ივლისი, 1967) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი, მწერალი და ყოფილი მოცეკვავე, წარმოშობით კანადელი. ცნობილია როლებით ტელესერიალებში: „დიდი რემონტი“ და „მაშველები“. 1990 წელს ჟურნალ „ფლეიბოი“-ს ფლეიმეიტი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button