პანდა Jia-Jia 37 წლის იუბილეს აღნიშნავს [Video]

დიდი პანდა, მეტსახელად ცზია-ცზია, რომელიც ჰონკონგის ოკეანურ პარკში ცხოვრობს, 37 წლისთავს აღნიშნავს და ტყვეობაში გაზრდილ პანდებს შორის, ხანდაზმულობის მსოფლიო რეკორდს მიუახლოვდება, – იუსყწბეა Reuters.

იმისდა მიუხედავად, რომ ცზია-ცზიას მხედველობის და სმენის პრობლემები აქვს, თავის ასაკთან შედარებით ჯანმრთელია, ამტკიცებენ ბიოლოგები.

80 კილოგრამიანი ცხოველი, 1978 წელს, ჩინეთში დაიჭირეს. 1999 წელს კი ჰონკონგის ოკეანურ პარკში დაასახლეს.

დიდი პანდა ორჯერ ნაკლებ კალორიას მოიხმარს, ვიდრე ადამიანი. მისი 37 წელი, ადამიანის 100 წელს უდრის. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბამბუკის დათვები ხანდაზმულობის ასაკს იშვიათად აღწევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button