მნიშვნელოვანისიახლეები

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 386 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 725 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 661 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 767 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 030 710.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა.

20 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 7 059 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 643 528 აცრა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა

📌აჭარა – 851

📌იმერეთი – 861

📌ქვემო ქართლი – 351

📌შიდა ქართლი – 538

📌გურია – 119

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334

📌კახეთი -277

📌მცხეთა-მთიანეთი – 176

📌სამცხე-ჯავახეთი – 165

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 140 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე 3 ადამიანი ემსხვერპლა.

გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 77 პაციენტი მკურნალობს, 25 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 38 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 383-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 583-ს.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა,სულ აღრიცხულია 1 030 710 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 951 428 ვირუსს ემსხვერპლა 14 631 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button