მსოფლიოსიახლეები

პანდემიის ფონზე, რუსი ექიმები ფანჯრებიდან ვარდებიან

რუსი ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს უკვე მესამე ექიმია, რომელიც ბოლო ორი კვირის მანძილზე, გაურკვეველ გარემოებებში, საავადმყოფოების ფანჯრებიდან გადავარდა.

37 წლის ალექსანდრ შულეპოვმა 22 აპრილს გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ ნოვაია უსმანის საავადმყოფოში მუშაობას აიძულებდნენ მაშინ, როცა თავადაც ინფიცირებული იყო. მოგვიანებით, მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ „ბრალდებები“ ემოციურ ფონზე გააკეთა და გაჟღერებული ცნობები უარყო. მისი კოლეგა კი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, „ყალბი ამბების“ გავრცელების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს და მედიის ინფორმაციით, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button