კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ფოცხოეწერეში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წალენჯიხაში, ფოცხოეწერის დასახლებაში, სასტუმროს შენიბაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს, სხვისი ნივთის განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი, ან მძიმე შედეგი გამოიწვია.

წალენჯიხაში ფოცხოეწერის დასახლებაში ყოფილი სასტუმროს შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაიწვა და ჩამოინგრა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქება,იმ დროს მოხდა როცა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაობზე დასაქმებული მუშების ნაწილი საუზმეს ასრულებდა. გაზის ბალონის სამზარეულოში აფეთქდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button