მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პანკისელები ტერორიზმში ბრალდებულების ამნისტიას ითხოვენ

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობით გასამართლებული პირებისთვის ამნისტიას ითხოვენ.

სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრთან შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტს მოსალოდნელი ამნისტიის აქტში , იმ მუხლების გათვალისწინება სთხოვა, რომლითაც ჩატაევის საქმესთან დაკავშირებული ხუთი პანკისელი ახალგაზრდა, სასჯელს იხდის.

ხეობის უხუცესები თვლიან, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს და მათთვის სასჯელის შემსუბუქება, სწორედ ამნისტიის აქტით უნდა განხორციელდეს.

“ისინი ფაქტობრივად შექმნილი ვითარების მსხვერპლი გახდნენ. ვერც ხვდებოდნენ, რა საქმიანობას ეწეოდნენ. ჩვენ ვთხოვთ პარლამენტს, გაითვალისწინოს ეს ვითარება და თუ სრულად არ გაანთავისუფლებს, ამ ახალგაზრდებს სასჯელი მაინც შეუმსუბუქოს. ვამზადებთ პეტიციას, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მივმართავთ და ჩვენს თხოვნას გარკვევით ჩამოვაყალიბებთ. რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს, დარწმუნებული ვარ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მისი ოჯახის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს” – განაცხადა ერთ- ერთმა უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 21 – 22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის იყვნენ პანკისში მცხოვრები, რუს­ლან ალ­და­მო­ვი, ბა­დურ ჩო­ფა­ნაშ­ვი­ლი, რა­მაზ მარ­გოშ­ვი­ლი, ზუ­რაბ გორ­ნა­კაშ­ვი­ლი, ანა­ტო­ლი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და ზუ­რაბ იდო­ი­ძე.

ყვე­ლა მათ­განს გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სხვადასხვაგვარ მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რასა და რესურსებით უზრუნველყოფას ედავებოდა.

სამართალდამცავების მიერ განხორციელებულ ოპერაციებს მსხვერპლიც მოჰყვა.

21- 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, ხოლო
26 დეკემბერს პანკისის ხეობაში, სპეცრაზმელის მიერ გასროლილმა ტყვიამ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი იმსხვერპლა.

საქართველოში, მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება უშედეგოდ დასრულდა და სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, პროკურატურამ საქმე დახურა.
გარდაცვლილის ოჯახმა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა, რომელმაც საქმის დაჩქარებული წესით განხილვა უკვე დაიწყო.

ჩატაევის საქმეზე ერთ- ერთი მსჯავრდებული ბადურ ჩოფანაშვილი 25 დეკემბერს პატიმრობიდან , სასჯელის ვადის ამოწურვის გამო, გაანთავისუფლეს.

“ამნისტიის შესახებ ” კანონპროექტთან დაკავშირებით, შესაბამისი პროცედურები პარლამენტში, უკვე დაწყებულია.

რადიო ჰერეთის რეპორტიორი ხათუნა გულიაშვილი პანკისის უხუცესს, ხასო ხანგოშვილს ესაუბრა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button