მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პანკისელი ლუიზა მუთოშვილი ახმეტის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობისთვის პანკისელი აქტივისტი და უფლებადამცველი, ლუიზა მუთოშვილიც იბრძოლებს. აქტივისტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის გამსვლელი ნომერი იქნება, თუმცა ის, პარტიაში არ შევა.

ინფორმაციას ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე, შაქრო ტერტერაშვილი ადასტურებს.

” ლუიზა მუთოშვილს მთელი საქართველო იცნობს. ჩვენს სიაში მისი შეყვანა სწორედ იმიტომ გადაწყდა, რომ ის პარტიული კუთვნილებისგან თავისუფალი ადამიანია და წლებია, ხეობაში ადამიანის უფლებებს იცავს.”- განაცხადა ტერტერაშვილმა.

ლუიზა მუთოშვილი პროფესიით, პედაგოგია და ის წლების განმავლობაში, პანკისის ხეობის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში აქტიურად მონაწილეობს.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისათვის, 2017 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც იბრძოლებს.

მაჩალიკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნომრით მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button