თავდაცვის მინისტრმა მე-5 ქვეით ბრიგადას დაარების 9 წელი მიულოცა

ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, გორში ჩავიდა და მეხუთე ქვეითი ბრიგადის დაარსების 9 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

იზორიამ ბრიგადას დაბადების დღე მიულოცა და პირად შემადგენლობას მომდევნო წლის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელიც აშშ-სთან ერთად წვრთნებისა და მუდმივი მომზადების რეჟიმს გულისხმობს.

„ჩვენთვის პრიორიტეტი არამხოლოდ მომზადების სათანადო დონის მიღწევა, არამედ მისი შენარჩუნება იქნება, რათა ეს იყოს სტაბილური საფუძველი ჩვენი მდგრადი განვითარების მომავალში, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ჩვენ ყველა ამ ამბიციურ გეგმას ღირსეულად განვახორციელებთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს ომი და პირად შემადგენლობასთან ერთად პატივი მიაგო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

მსგავსი პოსტები

Back to top button