მნიშვნელოვანისაქართველო

პანკისის სპეცოპერაცია – EMC-მ პროკურატურას მიმართა

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის, კერძოდ კი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე თბილისის პროკურატურისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციას აინტერესებს, როგორ და ვის მიერ დაიგეგმა სპეცოპერაცია, რომელსაც 19 წლის მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შესაბამისი წერილით საგამოძიებო უწყებას EMC-მ უკვე მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს, რომელსაც, მათი აზრით, აუცილებელია პასუხი გაეცეს.

“მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანომ შეისწავლოს, რატომ გახდა აუცილებელი ამ მასშტაბით, ამ ტიპის ძალის დემონსტრირება. საგამოძიებო ორგანომ უნდა შეისწავლოს, არსებობდა თუ არა თემირლან მაჩალიკაშილის მიმართ წინასწარ დაკავების შესახებ ან სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინება თუ ეს განხორციელდა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში,” – განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button