მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პანკისში აქციის ორგანიზატორს ემუქრებიან

ნამახვან ჰესის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორს, პანკისის ხეობაში მცხოვრებ თემურ ცათიაშვილს, ემუქრებიან.

ცათიაშვილის ქალიშვილის, მარიამ ცათიაშვილის ინფორმაციით, აქციის დასრულების შემდეგ, მამამისს, პანკისში ჰესის მშენებლობის მომხრე ადამიანების ჯგუფმა მიაკითხა.

“მამაჩემი თავს იკავებს ამაზე ლაპარაკისგან,მაგრამ თუ იძულებული გახდება, იტყვის. აქციის დასრულების შემდეგ მიაკითხეს, განსაკუთრებით აქტიურობდა სამი კაცი,მათ შორის, მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერი, საკრებულოს დეპუტატის ძმა, ბესლან ფარეულიძე.ისინი ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და აფრთხილებდნენ, რომ მას ქისტების სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს.ეს ყველაფერი პოლიციის თვალწინ ხდებოდა, მაგრამ მათ ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს.ჩვენ ვითხოვთ, სახელმწიფომ დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება”-აცხადებს მარიამ ცათიაშვილი.

ცათიაშვილების ბრალდებას ხეობის იმამმა, ვახტანგ ფარეულიძემ უპასუხა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა უარყო. თუმცა ფარეულიძემ დაადასტურა, რომ ისინი პანკისის ხეობაში, რიონის მცველების მხარდამჭერი აქციების მოწყობას ეწინააღმდეგებიან.

” ცათიაშვილს უფლება არ აქვს ქისტების სახელით ილაპარაკოს და აქციები მოაწყოს. აიყოლიებს რამდენიმე ადამიანს, წაიყვანს, იმათ იქ დაიჭერენ და ეგ არავისზე პასუხისმგებელი არ იქნება. რიონის ხეობას იქ მცხოვრებლები მიხედავენ,პანკისის ხეობას ჩვენ მივხედავთ. მაგას გაყიდული აქვს ხეობაც და საკუთარი რელიგიაც. არ არის საჭირო ხეობაში აქციების ჩატარება არავის მხარდასაჭერად”-განაცხადა ფარეულიძემ.

შეგახსენებთ, რიონის მცველების მხარდამჭერი აქცია სოფელ ბირკიანში ადგილობრივებმა 24 აპრილს ჩაატარეს. აქციას ორგანიზებას თემურ ცათიაშვილი უწევდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button